Skip Links

News Item

მოსკოვის მექანიზმის მომხსენებელმა ეუთოს მუდმივ საბჭოს საქართველოს შესახებ ანგარიში წარუდგინა

Issued on:
Issued by:
OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights
Fields of work:
Të drejtat e njeriut

დღეს, ეუთოს მოსკოვის მექანიზმის მომხსენებელმა, პროფესორმა პატრიცია გჟებიკმა ეუთოს მუდმივ საბჭოს, მექანიზმის ფარგლებში მომზადებული  ანგარიშის, „საქართველოში ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებით 2024 წლის გაზაფხულის შემდგომ განვითარებული მოვლენები” ძირითადი მიგნებები წარუდგინა. 

პროფესორი გჟიბეკი მომხსენებლად ეუთოს წევრმა იმ 23 სახელმწიფომ წარადგინა, რომლებმაც ამავე წლის 29 იანვარს, მოსკოვის მექანიზმი აამოქმედეს. მექანიზმის ფარგლებში უნდა „შეფასებულიყო საქართველოს მიერ ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით, 2024 წლის გაზაფხულის შემდგომ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით”.

მოსკოვის მექანიზმი, რომელიც თავის დროზე, ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა კონსენსუსით მიიღეს, საშუალებას იძლევა, გამოძიება დაიწყოს, თუ ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო, არანაკლებ ცხრა სხვა სახელწიფოს მხარდაჭერის არსებობისას, მიიჩნევს რომ „რომელიმე წევრ სახელმწიფოში, ეუთოს ადამიანური განზომილების დებულებების შესრულებას განსაკუთრებით სერიოზული საფრთხე შეექმნა“. საკუთრივ მექანიზმის ასამოქმედებლად კონსენსუსი არ მოითხოვება და ხორციელდება ეუთოს თავმჯდომარის, ასევე ორგანიზაციის ფარგლებში მოქმედი ნებისმიერი სხვა ინსტიტუტისა და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოსგან დამოუკიდებლად. 

მუდმივი საბჭო გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი მთავარი ორგანოა, რომელიც კვირაში ერთხელ ქალაქ ვენაში იკრიბება, რათა ეუთოს რეგიონში მიმდინარე მიმდინარე მოვლენები და ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილოს. 

ანგარიში რეკომენდაციებითურთ ხელმისაწვდომია აქ.


Contacts

Public Affairs Unit, OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights

OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights

Public Affairs Unit

Katya Andrusz

Spokesperson

OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR)

Ul. Miodowa 10
00-251 Warsaw
Poland