- Home
- About us
-
Our work
- Elections
- Civil society
- Rule of law
- Democratic governance
- Legislative support
- Freedom of religion or belief
- Freedom of peaceful assembly
- Gender-based violence
- Human rights defenders
- Human rights and new technologies
- Human rights and gender-responsive security sector
- Human rights and anti-terrorism
- Migration and freedom of movement
- National human rights institutions
- Torture
- Trafficking in human beings
- Hate crime
- People with disabilities
- Racism, xenophobia and discrimination
- Roma and Sinti
- Gender equality
- Special meetings
- News
- Events
- Resources
News Item
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გათვალისწინებით, ეუთომ მოსკოვის მექანიზმი აამოქმედა
- Issued on:
- Issued by:
- OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights
2026 წლის 29 იანვარს, ეუთოს წევრმა ოცდასამმა სახელმწიფომ, ეუთოს მოსკოვის მექანიზმი აამოქმედა. მექანიზმის მიზანია, საქართველოს მიერ ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასება, განსაკუთრებით, 2024 წლის გაზაფხულის შემდგომ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.
მოსკოვის მექანიზმი, რომელიც ეუთომ უკანასკნელად 2025 წლის 24 ივლისს უკრაინასთან მიმართებით გამოიყენა, წევრ სახელმწიფოებს შესაძლებლობას აძლევს, ჩამოაყალიბონ და გაგზავნონ ექსპერტთა საგანგებო მისია ეუთოს ადამიანური განზომილების სფეროსთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხის ან პრობლემის მოგვარების ხელშესაწყობად. დამატებითი ინფორმაცია იხ.
საქართველოსთან მიმართებით მოსკოვის მექანიზმი პირველად ამოქმედდა. მანამდე, 2024 წლის დეკემბერში, ეუთოს წევრმა 38 სახელმწიფომ ვენის მექანიზმი აამოქმედა, რათა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოეხატათ და დამატებითი ინფორმაცია გამოეთხოვათ. საქართველოს მხრიდან წარმოდგენილი პასუხის მიუხედავად, შეშფოთება კიდევ უფრო გაძლიერდა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთა მისიის ამოცანაა: „უკანასკნელ პერიოდში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დოკუმენტირება; აღნიშნული მოვლენების გავლენის შეფასება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა სტრუქტურულ კომპონენტებზე, რომლებიც ეუთოს უსაფრთხოების ყოვლისმომცველი განსაზღვრების საფუძველია; ასევე, მისია შეიმუშავებს კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლებიც აუცილებელია შეშფოთების გამომწვევი მიზეზების მოსაგვარებლად.“
მისიისთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელ-ფოსტის მეშვეობით: moscowmechanism-georgia@odihr.pl. ექსპერტთა მისიის ფორმირების შემდგომ, აღნიშნული ინფორმაცია მათ გადაეცემათ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსკოვის მექანიზმი ეუთოს წევრმა ოცდასამმა სახელმწიფომ აამოქმედა, ესენია: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.