Report
დაჩქარებული დასკვნა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების შესახებ (2025 წლის 6 თებერვალს მიღებული)
2025 წლის 5 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა თხოვნით მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR), რათა მოემზადებინათ გადაუდებელი სამართლებრივი დასკვნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კანონში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსის კანონში პოლიციის შესახებ და საქართველოს სხვა კანონებში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების (იმ დროისთვის) პროექტზე (შემდგომში „თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებები“). შემოთავაზებული ცვლილებები პარლამენტში 2025 წლის 3 თებერვალს წარადგინეს, სადაც მოხდა მათი დაჩქარებული პროცედურით მიღება და 2025 წლის 6 თებერვალს მოხდა მათი გამოქვეყნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
წინამდებარე დაჩქარებული დასკვნა მომზადდა ზემოთხსენებული თხოვნის საპასუხოდ. ODIHR-მა აღნიშნული შეფასება განახორციელა თავისი მანდატის ფარგლებში-დაეხმაროს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს განახორციელონ თავიანთი ვალდებულებები ეუთოს ადამიანურ გაზომილებასთან მიმართებაში.
- Date:
- Source:
- OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights
- Publisher:
- Organization for Security and Co-operation in Europe
- Focus area(s):
- Legislative support