- Home
- About us
-
Our work
- Elections
- Civil society
- Rule of law
- Democratic governance
- Legislative support
- Freedom of religion or belief
- Freedom of peaceful assembly
- Gender-based violence
- Human rights defenders
- Human rights and new technologies
- Human rights and gender-responsive security sector
- Human rights and anti-terrorism
- Migration and freedom of movement
- National human rights institutions
- Torture
- Trafficking in human beings
- Hate crime
- People with disabilities
- Racism, xenophobia and discrimination
- Roma and Sinti
- Gender equality
- Special meetings
- News
- Events
- Resources
Press release
ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR)ხსნის მისიას, რათა დააკვირდეს საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში
- Date:
- Source:
- OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights
- Fields of work:
- Zgjedhjet
თბილისი, 22 აგვისტო, 2012 წელი – ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) დღეს დააფუძნა საარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად, რომელიც 1 ოქტომბერს გაიმართება.
მისიის განთავსება ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევის საფუძველზე.
მისია, რომელსაც უხელმძღვანელებს ნიკოლაი ვულჩანოვი, შედგება თბილისში მოვლენილი 15 საერთაშორისო ექსპერტისა და ქვეყნის მასშტაბით განაწილებული 28 გრძელვადიანი დამკვირვებლისაგან. გარდა ამისა, ODIHR-ი დამატებით გამოითხოვს 350 მოკლევადიან დამკვირვებელს, რომლებიც დააკვირდებიან საარჩევნო დღის მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს.
დამკვირვებლები მომავალ არჩევნებს შეაფასებენ დემოკრატიული საარჩევნო პროცესების პრინციპებთან შესაბამისობაში, ეუთო-ს მონაწილე ყველა ქვეყნის მიერ შეთანხმებული ვალდებულებებისა და ეროვნული კანონმდებლობის ჩათვლით. დამკვირვებლები განახორციელებენ საარჩევნო კამპანიის, მედიის მიერ მოვლენების გაშუქების, საკანონმდებლო ბაზისა და მისი განხორციელების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობის და საარჩევნო დავების გადაწყვეტის მონიტორინგს.
დაკვირვების პროცესის ფარგლებში მისიის წევრები შეხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, კანდიდატებს, პოლიტიკურ პარტიებს, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს.
მოკლევადიანი დამკვირვებლები, რომლებიც ჩამოვლენ არჩევნების დღისათვის, განაწილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით ორკაციან ჯგუფებად, რათა განახორციელონ საარჩევნო უბნების გახნის, ხმის მიცემის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების მონიტორინგი.
არჩევნების დღეს დასაკვირვებლად ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისია ასევე გააერთიანებს ძალისხმევას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასა და სხვა საპარლამენტო დელეგაციებთან.
განცხადება წინასწარი მონაცემებისა და დასკვნების შესახებ გამოქვეყნდება არჩევნების მომდევნო დღეს.
ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
იეგორ ტილპუნოვი, ODIHR-ის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მედია ანალისტი, ტელ: +995 577 329 307, ელ-ფოსტა: egor.tilpunov@odihr.ge